ფოტოალბომები
მთავარი » ფოტოალბომი » კვება » ხილ-ბოსტნეული: » სურათი 1
სურათი 1
ისევე, როგორც ყველა ცოცხალი არსებისათვის, თუთიყუშების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობისათვისაც მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბალანსირებული დიეტისათვის კი აუცილებელია, რომ პატრონმა მეტი იცოდეს თავისი თუთიყუშის რაციონზე, რაშიც შევეცდები ცოტათი დაგეხმაროთ.
გვერდის მკითხველებისათვის გადავწყვიტე პოპულარული რუსული გვერდიდან საჭირო ინფორმაციის თარგმნა, რადგან პირადა მე რუსული წყაროები კარგად მეხმარებოდა ჩემი თუთიყუშების მოვლაში. რამდენიმე წლიანი “კონტაქტის” შემდეგ, ვფიქრობ, სრულიად სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ რუსული ინტერნეტ სივრცე ამ კუთხით ძალიან კომპეტენტურია. მაშ ასე, გთავაზობთ ამონარიდს ვებ-გვერდიდან “ენციკლოპედია ფრინველთა მოყვარულთათვის”:
ხილ-ბოსტნეული:
ხილი და ბოსტნეული, რომელიც გარეული თუთიყუშებისათვის “მშრალ” საკვებთან ერთად რაციონის უმნიშვნელოვანეს და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, აუცილებელია სახლის თუთიყუსებისთვისაც. თუთიყუში, შეძენის პირველივე დღეებიდანვე უნდა შეაჩვიოთ ხილს (შეაჩვიოთ – იმ შემთხვევაში, თუ მას ხილის ჭამის ფუფუნება მანამდე არ ჰქონია). სანამ ხილსა და ბოსტნეულს მიართმევთ, კარგად უნდა გარეცხოთ, რათა მოაცილოთ მათ ის ნივთიერებები, რომლებსაც მწარმოებლები თავიანთი პროდუკციის დიდი ხნით შენახვისათვის იყენებენ. განსაკუთრებით კარგი გარეცხვა ისეთ ხილსა და ბოსტნეულს სჭირდება, რომლებსაც მაგალითად ვაშლისა და მსხალისგან განსხვავებით, კანი არ სცილდება – ყურძენს, კენკრას, კომბოსტოს, მწვანილეულსა და სხვას. ეს რჩევა განსაკუთრებით ყურადსაღებია იმათთვის, ვინც ხილსა და ბოსტნეულს მაღაზიებში ყიდულობს, ხოლო მათთვის ვინც საკუთარ ბაღში მოყვანილი პროდუქტით უმასპინძლდება ფრინველებს, საკმარისი იქნება “მსუბუქი” გარეცხვა. ქვემოთ იხილეთ იმ ხილ-ბოსტნეულის სია, რომლის მიცემა შეიძლება და ზოგჯერ საჭიროცაა თუთიყუშებისათვის:
ვაშლი, მსხალი (კურკის გარეშე)
ციტრუსი: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი, ლიმონი, ლაიმი – შეიძლება კურკითაც. სტატიის ავტორები მკითხველს მათ გაფცქვნასაც ურჩევენ, რადგან რუსეთში ციტრუსები საზღვარგარეთიდან შეაქვთ, შესაბამისად ის – შეწამლულია. მაგრამ ჩვენთვის, ვფიქრობ მათი გაფცქვნა არაა მაინც და მაინც აუცილებელი, რადგან ჩვენი ციტრუსი, როგორც წესი არაა ქიმიურად დამუშავებული, თანაც თუთიყუშებს უყვართ კანი.
კენკრა: მოცხარი, ჟოლო, მოცვი, წითელი მოცვი, ლურჯი მოცვი, ძახველი (калина), ხურტკმელი (крыжовник – სახელწოდებები ბევრისთვის უცხო იქნება, ამიტომ რუსულ თარგმანსავ დავურთავ), ბალი და ალუბალი (კურკის გარეშე). ზემოთ ჩამოთვლილი ხილი შეიძლება მისცეთ, როგორც “ნედლი” სახით, ისე გაყინული (რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გაადნობთ).
ბანანი
საზამთრო და ნესვი (შიგთავსიც და კურკებიც). არც თუ ისე იშვიათია ადამიანების საზამთროთი მოწამლვის შემთხვევები, ამიტომ ჯერ დარწმუნდით, რომ საზამთრო, რომელსაც თუთიყუშს აძლევთ, არ არის გაფუჭებული.
ქლიავი, ატამი, გარგარი (კურკის გარეშე)
ყურძენი (არაუმეტეს 3-4 დიდი ყურძნის მარცვლისა, კურკით მიცემა შეიძლება)
ბროწეული
კივი, ანანასი
სტაფილო
გოგრა, ცუკინი
კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ჭარხალი (ბევრი არ შეიძლება), ფერადი კომბოსტო, ბროკოლი
პომიდორი, კიტრი, მწარე და ბულგარული წიწაკა
სიმინდი
ცერცვი და ლობიო
ბალახეული: ჭინჭარი, ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, სალათის ფურცლები და სხვა.
უმჯობესია ყველა ზემოთჩამოთვლილი ხილი და ბოსტნეული თუთიყუშებს მისცეთ ნედლი სახით, რადგან მოხარშვის შედეგად იკარგება ვიტამინები. თუმცა თერმული დამუშავება (მდუღარე წყლით დამუშავება) ზოგჯერ საჭიროცაა, განსაკუთრებით ბოსტნეულისთვის, მავნე ნივთიერებათა მოსაცილებლად.

სულ კომენტარები: 0 | |