მიმაგრება:
სურათი 1
|
ძალიან ლამაზი და გრაციოზული ფრინველები არიან. სიგრძით 30-დან 50 სანტიმეტრამდე არიან. ფრთის სიგრძე 16 სმ. მათი ძირითადი მახასიათებელია გრძელი, საფეხურებიანი კუდი. ნისკარტი მომრგვალო ფორმის აქვთ, დიდი. შეფერილობა ძირითადად მწვანე აქვს, კისრის ირგვლივ აქვთ ყელსაბმის მსგავსი ზოლი, ზოგიერთებს კი ჰალსტუხის. ფრთები მათ გრძელი და წაწვეტებული აქვთ. მდედრისა და მამრის შეფერილობა განსხვავებულია. 3 წლის ფრინველები ღებულობენ საბოლოო ზრდასრულ სახეს. ამ გვარის ფრინველებს სუსტი და პატარა ფეხები აქვთ, რის გამოც მიწაზე სიარულისას იყენებენ ნისკარტს, როგორც მესამე კიდურს. გავრცელებული არიან სამხრეთ აზიაში და აღმოსავლეთ აფრიკაში. ზოგიერთი
სახეობები ხელოვნურად გადაიყვანეს მადაგასკარსა და ავსტრალიაში, სადაც
ისინი ავიწროვებენ აბორიგენულ ფრინველებს საკვებისა და ბუდობის
ადგილებიდან. |
ჟაკოს სხეულის სიგრძე 35-40 სატიმეტრია. კუდი მოკლე აქვს. ის თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ფრთის ზომაზე. შეფერილობა ძირითადად ნაცრისფერი აქვს. ჟაკოს თვალების ირგვლივ, შუბლზე, მუცლისა და კუდის ქვედა ნაწილებზე შეფერილობა ღია ნაცრისფერი აქვს, თითქმის თეთრი. ფეხები შავი. სქესობრივი დემარფოზი, ისევე როგორც თუთიყუშების უმეტესობას, მათ არ გააჩნიათ. (სქესობრივი დემარფოზი არის ერთი სახეობის მდედრისა და მამრის შეფერილობის განსხვავებულობა. სქესობრივი დემარფოზი აქვთ ეკლექტუსებს ანუ კეთილშობილ თუთიყუშებს). ბუდეებს იკეთებენ ხის ფუღუროებში. ბარტყების გამოჩეკვის სეზონზე მამრი ასრულებს ცეკვას, რითაც ცდილობს მიიბყროს მდედრის ყურადღება. "ცეკვის” დროს ის ცოტათი მაღლა წევს თავის ბუმბულს, ქვევით წევს ფრთებს და ირგვლივ უვლის მდედრს. ამასთან ის გამოსცემს საუცხოო ხმებს. მდედრიც ასეთივე ხმებს გამოსცემს და ღებულობს ბარტყის ფორმას, რომელიც საკვებს ითხოვს. მამრი მას ან აჭმევს ან კიდევ ჭამის იმიტირებას ახდენს (ანუ თითქოს აჭმევს). ორი ... კითხვის გაგრძელება » |
თუთიყუშების ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენელია კაკადუ. ისინი ბინადრობენ ავსტრალიასა და ინდონეზიაში. ამ თუთიყუშების ნისკარტებს განსაკუთრებული აღნაგობა აქვთ. მათი ნისკარტის ფართე, ქვედა ნაწილი მოიცავს შედარებით ვიწრო, ნისკარტის ზედა ნაწილს. თავზე კაკადუს ყველა სახეობას სხვადასხვანაირი ზომის ქოჩორი აქვს. კაკადუთა ნაირსახეობის უმეტესობას თეთრი, იშვიათად შავი შეფერილობა აქვს (რა თქმა უნდა შეფერილობა დამოკიდებულია თუთიყუშის სახეობაზე; არსებობს ასევე ვარდისფერი კაკადუც, რომელიც მიკუთვნეს თეთრ კაკადუებს). |
იაგუარი (Panthera onca) – ამერიკის კატისებრთა ოჯახის პანტერათა გვარის (რომელშიც აგრეთვე შედის ლომი, ლეოპარდი, ვეფხვი და თავად იაგუარი) ერთად-ერთი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 1,8 მ-ს, წონა კი 160კგ-ს აღწევს. აქვს მასიური, მოქნილი სხეული, მოკლე და ძლიერი ფეხები, ფართე, ძლიერბრჭყალებიანი თათები. ფერით მოწითალო-ყვითელია, თან შავი ლაქებით. ყველაზე მეტად ეს დიდი კატა თავისი შეფერილობით ლეოპარდს ჰგავს, თუმცა გამოირჩევა უფრო მასიური სხეულით. ძლიერი ყბების მეშვეობით იაგუარი ადვილად ამსხრევს კუს ბაკანს. იაგუარების პოპულაციის დაახლოებით 6% არიან მელანისტები (ცხოველები, რომლებსაც ღია ფერის პიგმენტაციის ნაკლებობა გააჩნიათ), სწორედ მათ პანტერების სახელით ვიცნობთ. ... კითხვის გაგრძელება » |
მიმაგრება:
სურათი 1
|
მიმაგრება:
სურათი 1
|
თუთიყუშისნაირნი – ფრინველთა რიგი, რომელშიც განსხვავებული კლასიფიკაციის მიხედვით გაერთიანებულია 315-დან 380-მდე ფრინველის (თუთიყუშის) სახეობა თუ ქვესახეობა. მიმაგრება:
სურათი 1
|