ფოტოალბომები
მთავარი » ფოტოალბომი » მოსიყვარულე თუთიყუში » perrot » სურათი 1
სურათი 1
მოსიყვარულე თუთიყუში (Попугаи Неразлучники, love birds) – გ. შოვნაძის სტატია FlorAnimals-ისთვის
ამ პატარა, ლამაზ არსებებს ასეთი სახელი დაარქვეს შემდეგი მიზეზის გამო: ითვლებოდა, რომ თუ წყვილიდან ერთი კვდებოდა, მწუხარებისგან მალე მეორეც იღუპებოდა, მაგრამ ეს უფრო რომანტიკული ზღაპრის ნაწილია (თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ასეთი რამ მართლაც მოხდეს, უფრო სწორად ხდება კიდევაც, თან არამხოლოდ მოსიყვარულე, არამედ სხვა სახეობის (განსაკუთრებით საშუალო და დიდი ზომის) თუთიყუშებში). მათი ასეთი შეკავშირებული თანაცხოვრების გამო მეცნიერული სახელწოდებაც შესაბამისია – Agapornis (agapein ბერძნულად – უყვარდეს, სიყვარული, ხოლო – ornis ფრინველს ნიშნავს). აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სახეობას მართლაც მჭიდრო ოჯახური კავშირი ახასიათებს, ისინი ერთად დაფრინავენ წყლის დასალევად და საკვების საშოვნელად, ერთად ისვენებენ, ერთმანეთს დიდი მანძილით არ შორდებიან. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება ერთად არიან. ძალიან უყვართ წყლით გაგრილება, წყალში თამაში (თუმცა სხვა თუთიყუშების სახეობებსაც ახასიათებთ ასეთი რამ). გალიაში მოსიყვარულეების მარტოდ მოთავსებაც შეიძლება, ოღონდ ამ შემთხვევაში, თუთიყუში უნდა იყოს შეჩვეული მარტოობას, ანუ გაზრდილი უნდა იყოს სახლის პირობებში მცირე ასაკიდანვე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩიტი მოიწყენს. ერთ, შედარებით მცირე ზომის გალიაში მოზრდილი ჩიტების ორი წყვილის მოთავსება (ან მეტი) სარისკოა, რადგან კონფლიქტების საშიშროებაც იმატებს, რამაც შესაძლოა ცუდი შედეგი გამოიღოს – მიიღოს სერიოზული დაზიანებები ან საერთოდ დაიღუპოს. ამ თუთიყუშებს აქვთ ძალიან მოკლე კუდი, მაგრამ ისინი ერთობ საინტერესოდ იყენებენ და ინაზღაურებენ (თუ შეიძლება ასე ითქვას) ამ დანაკლისს: კუდში ისინი ბუდისთვის წვრილ ტოტებს და ხმელ ბალახს ათავსებენ და ისე მიფრინავენ ხოლმე ბუდის ასაგებად. აი ლინკიც სადაც ეს ლამაზი ჩიტი ტოტების მაგივრად ქაღალდისგან აპირებს ბუდის აგებას:
მოსიყვარულე თუთიყუშები სხეულის ზომით ტალღისებრებზე დაახლოებით ორჯერ დიდია (თუ არ ჩავთვლით ამ უკანასკნელთა გრძელ კუდს), მათ აქვთ დიდი თავი და ძალიან ძლიერი ნისკარტი, ამის გამო გალიაც უნდა იყოს გამძლე და მისი შემადგენელი დეტალებიც შესაბამისად. ბუმბულის შეფერილობა მეტწილად არის მწვანე, არსებობს მოსიყვარულე თუთიყუშების რამდენიმე ქვესახეობა (მათი ჩამონათვალი იხილეთ ზემოთა სტატიაში). მათი სქესის გარჩევა ერთობ ძნელია. მამალი ოდნავ პატარაა ზომით დედალზე, მისი თავი ოდნავ ზევით არის აწეული და ზევიდან მოპრტყელებულივით, ხოლო დედალს თავის ქალა უფრო მოკლე აქვს, გუმბათისებური. დედალს აგრეთვე არჩევენ ფართოდ გაშლილი ფეხებით,როცა ის ქანდარაზე ზის. არსებობს უფრო ზუსტი მეთოდი: სპეციალისტები არჩევენ კიდევ სქესს მენჯის ძვლის სიგანით, უფრო განიერი მენჯის ძვლები აქვს დედალს, თუმცა არასპეციალისტს ასეთი მეთოდით გაუძნელდება რაიმეს გაგება. მოსიყვარულე თუთიყუშების სამშობლოა აფრიკა და მადაგასკარი. მათი ხმოვანი გადაძახებები (სხვას ვერაფერს დავარქმევ), მათ მიერ გამოცემული ხმები, ადამიანის ყურისთვის ნაკლებად სასიამოვნოა.

სულ კომენტარები: 0 | |