ფოტოალბომები

მთავარი » ფოტოალბომი » თუთიყუშების დაავადებები » davaadebebi » სურათი 1

სურათი 1

თუთიყუშების დაავადებები

არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც თუთიყუშები (ხშირ შემთხვევაში დიდები) იპუტავენ ბუმბულს. მსგავსი ქცევა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დაავადება, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. უმეტესწილად ამ სენით შეპყრობილები არიან საშუალო და დიდი ზომის თუთიყუშები, მიზეზი კი ყველაზე ხშირად ფსიქიკური აშლილობა და სტრესია (რაც მრავალმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს). ბოლო ორს, ალბათ, შედარებით მაღალი ინტელექტი განაპირობებს, მათ აქვთ ყურადღების მოთხოვნილება და როცა საკმარის დროს არ უთმობენ, ისინი განიცდიან სტრესს.
ეს რაც შეეხებოდა დაავადებისა და მისი გამომწვევი მიზეზების მოკლე მიმოხილვას, ქვემოთ უფრო კონკრეტულად განვიხილოთ ის:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვითგაპუტვის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ყურადღების ნაკლებობით გამოწვეული სტრესია. რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, ქცევა თვითგვემასთანაც შეიძლება გაიგივდეს. როგორც ბევრისთვისაა ცნობილი, თუთიყუში საკმაოდ გონიერი, აქტიური, ცნობისმოყვარე და ყურადღების მომთხოვნი არსებაა. სიტუაციის უკეთ გასააზრებლად მაგალითი განვიხილოთ: ჟაკოს პატრონი გაემგზავრა მივლინებაში, თუთიყუში კი მეგობართან დატოვა, რომელიც ასევე მუშაობს: სახლიდან ადრე გადის და გვიან ბრუნდება, თუთიყუშთან თითქმის არანაირი კონტაქტი არ აქვს (თუ არ ჩავთვლით წყლითა და საკვებით უზრუნველყოფას). ჟაკო სრულიად მარტოა დღეების მანძილზე, ყურადღებას არავინ აქცევს, რაც მისთვის უჩვეულოა, სათამაშოებიც მობეზრდა. მან ბუმბულის ამოგლეჯა დაიწყო. ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, თუ რა მიზანს ემსახურება ასეთი ქვება, ალბათ გართობას, ან სულიერი ტრამვის, ტკივილის ჩაკვლას. დავუბრუნდეთ მაგალითს: გავიდა ერთი კვირა, პატრონი დაბრუნდა და “გაპუტული” ჟაკო სახლში წაიყვანა. ჩვეულებრივ პატრონთან მოსიყვარულე ჟაკო დაბოღმილი და განაწყენიანებულია პატრონზე და აღარ იკარებს. აგრძელებს ბუმბულის ამოგლეჯას, თითქოს პატრონს რაღაცას უმტკიცებს. თუ პატრონი დროზე არ მოეგო გონს, არ მიიყვანა ფრინველი ვეტერინართან და არ უმკურნალა, შესაძლოა ყველაფერი ფატალურად – ფრინველის სიკვდილით დასრულდეს, რადგან როცა თუთიყუში ყველა “ნისკარტმისაწვდომ” ბუმბულს ამოიცლის, კანსაც დაუწყებს კორტნას, რაც სისხლდენას გამოიწვევს.
gindat astiii :D
1561 0 0.0

2013-12-15 kusa

სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: