ფოტოალბომები

მთავარი » ფოტოალბომი » თუთიყუშები » ლურჯ-ყვითელი არა » სურათი 1

სურათი 1

ლურჯ-ყვითელი არა (გულყვითელი არა © As. Jikhashvili (Ara Ararauna)) ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია არებს შორის. მისი სიგრძე 75-დან 90 სმ-მდე მერყეობს, აქედან კუდის სიგრძე 50-60 სმ-ია. ფრთის სიგრძე 35-40 სმ-ია. იწონის 900-დან 1300 გრამამდე. ლურჯ-ყვითელი არას სხეულის უკანა ნაწილი მთლიანად (თავიდან კუდის ბოლომდე) ერთი ფერისა – ლურჯია (მუქი ცისფერი). კისრის ორივე მხარე, მკერდი და მუცელი ნარინჯისფერ-ყვითელია, ყელი (კისერი) – შავი. მათ შეუმოსავი თეთრი “ლოყები” აქვთ (“სახის” ამ ნაწილს ბუმბულის მხოლოდ წვრილი, შავი ზოლები ფარავს). ნისკარტი შავი, ძალზე ძლიერი აქვთ (იხ. სურათი #1). მისი საშუალებით შეუძლიათ გატეხონ საკმაოდ მკვრივი თხილი, დაღრნან დიდი ტოტები, შეუძლიათ გატეხონ რკინის მავრთულები, ადამიანს გადაუტეხონ თითის ფალანგები. ფეხები აქვთ ნაცრისფერი ან შავი. თვალები აქვთ ყვითელი ფერის. ხმა ძალიან ძლიერი და არასასიამოვნო.ახალგაზრდა ფრინველები ადვილად ეჩვევიან ადამიანს. ხშირად, ისინი სახლებში უფრო მათი სილამაზის გამო ჰყავთ, ვიდრე როგორც მოლაპარაკე თუთიყუშები. ძაღლებისა და კატებისაგან განსხვავებით მათ უფრო მეტი მოვლა სჭირდებათ. ლურჯ-ყვითელი არები ძალზე ინტელექტუალურები არიან. მათ შეუძლიათ რამდენიმე ათეული სიტყვის დამახსოვრება. როგორც ზევით ვახსენე, ძალზე ძლიერი და არასასიამოვნო ხმა აქვთ, რამაც მეზობლებში შესაძლოა გამოიწვიოს უკმაყოფილება. გალიიდან თუ გამოუშვებთ და საცხოვრებელში უყურადღებოდ დატოვებთ, მცირე დროითაც კი, მათ დიდი ზარალის მოტანა შეუძლიათ: მაგ. გადაღრნიან ელექტრო სადენს, თავიანთი ნისკარტებით “გამოიკვლევენ” ელექტრო ხელსაწყოებსა და ავეჯს. გაითვალისწინეთ რომ თუთიყუშები ძალზე ცნობისმოყვარენი არიან, არც ლურჯ-ყვითელი არა წარმოადგენს გამონაკლისს.

ისინი გავრცელებულები არიან პანამის აღმოსავლეთი ნაწილიდან ბრაზილიამდე და ჩრდილოეთ პარაგვაიმდე. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში (ხშირად მდინარის პირას), ხეობებში.
910 0 5.0

2013-12-15 kusa

სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: