2:30 PM jako | |
ჟაკოს სხეულის სიგრძე 35-40 სატიმეტრია. კუდი მოკლე აქვს. ის თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ფრთის ზომაზე. შეფერილობა ძირითადად ნაცრისფერი აქვს. ჟაკოს თვალების ირგვლივ, შუბლზე, მუცლისა და კუდის ქვედა ნაწილებზე შეფერილობა ღია ნაცრისფერი აქვს, თითქმის თეთრი. ფეხები შავი. სქესობრივი დემარფოზი, ისევე როგორც თუთიყუშების უმეტესობას, მათ არ გააჩნიათ. (სქესობრივი დემარფოზი არის ერთი სახეობის მდედრისა და მამრის შეფერილობის განსხვავებულობა. სქესობრივი დემარფოზი აქვთ ეკლექტუსებს ანუ კეთილშობილ თუთიყუშებს). ბუდეებს იკეთებენ ხის ფუღუროებში.
ბარტყების გამოჩეკვის სეზონზე მამრი ასრულებს ცეკვას, რითაც ცდილობს
მიიბყროს მდედრის ყურადღება. "ცეკვის” დროს ის ცოტათი მაღლა წევს თავის
ბუმბულს, ქვევით წევს ფრთებს და ირგვლივ უვლის მდედრს. ამასთან ის
გამოსცემს საუცხოო ხმებს. მდედრიც ასეთივე ხმებს გამოსცემს და ღებულობს
ბარტყის ფორმას, რომელიც საკვებს ითხოვს. მამრი მას ან აჭმევს ან კიდევ
ჭამის იმიტირებას ახდენს (ანუ თითქოს აჭმევს). ორივე იმეორებს ყველაფერ
ამას რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში 5-10 წუთი. გარკვეული დროის
შემდეგ ის დებს 3-4 თეთრ კვერცხს. მდედრი კვერცხის დებას 3-4 დღეში
ასრულებს. ის კვერცხებს დაახლოვებით 30 დღე აზის. რამდენიმე დღეს ბარტყების
გამოჩეკის შემდეგ, მდედრი ბუდეში ატარებს. მამრს მათთვის საკვები მოაქვს,
ის თანაც ბუდესაც ცავს. 2 თვის ასაკში ბარტყები ტოვებენ თავიანთ ბუდეს,
მიუხედავად ამისა ისინი მშობლების მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან. 1. წითელკუდიანი ჯაკო (Psittacus erithakus erithakus) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |