ფოტოალბომები

მთავარი » ფოტოალბომი » იპოდრომი » იპოდრომი » სურათი 1

სურათი 1

შ.პ.ს. „თბილისის იპოდრომი“ ლისის ტბის ტერიტორიაზე 2007 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს.

იპოდრომი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით არის დაპროექტებული.
მისი ტერიტორია 31 ჰექტარს მოიცავს. აქედან სრულად მხოლოდ 8 ჰექტარია ათვისებული. მშენებლობა ამჟამადაც მიმდინარეობს. დღეისათვის აგებულია კეთილმოწყობილი თავლები, დახურული მანეჟი, პროცესშია სარწყავი სისტემის მშენებლობა, საშეჯიბრო მოედნის მშენებლობა, რომელთა დასრულების შემდეგაც თბილისის იპოდრომს საშუალება ექნება სხვადასხვა საერთაშორისო საცხენოსნო ღონისძიებას უმასპინძლოს.

იპოდრომის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად თბილისის იპოდრომს მხოლოდ 40 ცხენი ჰყავდა და მომუშავე პერსონალიც შედარებით მცირე იყო. დღეისათვის ცხენების რაოდენობა 90-მდე აღწევს, რომელთაგან ნაწილი იპოდრომის, ნაწილი კი კერძო საკუთრებაშია.

გარდა ამისა, იპოდრომს დღეს უკვე შესაძლებლობა აქვს ცხენოსნობის მოყვარულთ არაერთი სერვისი შესთავაზოს. ესენია: ცხენის ქირაობა, ცხენის სადგომის ქირაობა, ცხენოსნობის შესწავლა და სხვა.
+995 32 2153131

E-mail: ipodromi@gmail.com



ცხენის ქირაობა


იპოდრომზე სატელევიზიო ან ფოტოგადაღების მიზნით შეგიძლიათ ისარგებლოთ ცხენის ქირაობის სერვისით.
ქირაობა ხდება განსაზღვრული ვადით.
ქირაობის შემთხვევაში იპოდრომი ცხენს თან აყოლებს წარმომადგენელს, რომელიც ცხენს უწევს მეთვალყურეობას.

ცხენის ქირაობის მსურველებმა უნდა მიმართონ იპოდრომის ადმინისტრაციას ყოველ დღე, ორშაბათის გარდა.


+995 32 21151
1016x309 / 81.5Kb
1134 0 0.0

2013-12-29 kusa

სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: