მთავარი » 2014 » იანვარი » 11 » თუთიყუშების ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენელია კაკადუ.
2:23 PM
თუთიყუშების ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენელია კაკადუ.

თუთიყუშების ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენელია კაკადუ.

ისინი ბინადრობენ ავსტრალიასა და ინდონეზიაში. ამ თუთიყუშების ნისკარტებს განსაკუთრებული აღნაგობა აქვთ. მათი ნისკარტის ფართე, ქვედა ნაწილი მოიცავს შედარებით ვიწრო, ნისკარტის ზედა ნაწილს. თავზე კაკადუს ყველა სახეობას სხვადასხვანაირი ზომის ქოჩორი აქვს. კაკადუთა ნაირსახეობის უმეტესობას თეთრი, იშვიათად შავი შეფერილობა აქვს (რა თქმა უნდა შეფერილობა დამოკიდებულია თუთიყუშის სახეობაზე; არსებობს ასევე ვარდისფერი კაკადუც, რომელიც მიკუთვნეს თეთრ კაკადუებს).

სულ 21 სახეობის კაკადუ არსებობს (მათ შორის ნიმფაც). ზოგიერთი მაგთანი მონოტიპურია (ანუ სახეობა არ იშლება ქვესახეობებად). ასეთები არიან მაგალითად: გოფინის კაკადუ, მოლუკის კაკადუ, ნიმფა და სხვები. ზოგიერთი კი პირიქით იშლება ქვესახეობებად, ასეთებია დიდი და მცირე ყვითელქოჩორა კაკადუები, ვარდისფერი კაკადუ, შავი კაკადუ, ტრაურიანი კაკადუ და სხვები.

ნანახია: 1012 | დაამატა: kusa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: