ფოტოალბომები
მთავარი » ფოტოალბომი » NEW ხშირად დასმული კითხვები NEW » NEW ხშირად დასმული კითხვები NEW » სურათი 1
სურათი 1
მოგესალმებით ჩემი გვერდის ყველა სტუმარს
მიხარია, რომ ბევრი თქვენგანი სწორედ აქ პოულობს პასუხებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. მართალია, ხშირად, დროის არქონის გამო პასუხები იგვიანებს, თუმცა იმედი მაქვს, ვებ-გვერდის მომხმარებლები არ გამინაწყენდებიან
იმისათვის, რომ შედარებით გაგიმარტივდეთ პასუხების პოვნა კონკრეტულ კითხვებზე, საიტზე ამუშავდება ახალი გვერდი, სადაც ლოდინის გარეშე შესძლებთ იპოვოთ პასუხი ხშირად დასმულ კითხვებზე. კითხვების სია თანდათან შეივსება.
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! ! !
რათა გაგიადვილდეთ სასურველი კითხვის პოვნა, ერთდროულად დააჭირეთ ღილაკებს Ctrl-სა და F-ს, შედეგად ეკრანზე გამოჩნდება საძიებო ველი, რომელშიც ქართული შრიფტით უნდა ჩაწეროთ საძიებო სიტყვა.
მადლობა, რომ სარგებლობთ ფლორაენიმალსით
კითხვა: რატომ სცვივა ბუმბული თუთიყუშს?
პასუხი: ეს არის ყოველწლიური ბუნებრივი პროცესი, რომელიც უწყვეტად გრძელდება (თუმცა წელიწადში ორჯერ მას უფრო ინტენსიური სახე აქვს) და რომლის დროსაც ორგანიზმი თავისუფლდება ძველი ბუმბულისაგან და ახლით ანაცვლებს მას. ეს პროცესი რამდენიმე საფეხურს გადის: ჯერ თუთიყუშებს ბურდღები კუდიდან და ფრთებიდან სცვივათ, შემდეგ ბუმბული -ზურგიდან და მკერდიდან, ბოლოს თავიდან. გამოცვლილი ბუმბულის ადგილას ახალი იზრდება; თავიდან ის თეთრ გარსშია მოთავსებული. ბუმბულის გამოცვლის პერიოდში, თუთიყუშებს სჭირდებათ ცილა, ასევე მათ არ უნდა მოვაკლოთ ვიტამინები ხილისა და ბოსტნეულის სახით, რათა ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულებები. თუთიყუშები ბუმბულს პირველად 3-4 თვის ასაკში იცვლიან და თუ აქამდე მათ ნაკლებად მკვეთრი ფერები ჰქონდათ, ახალი ბუმბულის ამოსვლის შემდეგ ფერები უფრო მკვეთრი გაუხდებათ. ტალღისებრი თუთიყუშის შემთხვევაში, ბუმბულის პირველი გამოცვლის შემდეგ, მას თავზე უქრება ტალღები.
კითხვა: რამდენ ხანს ცოცხლობს თუთიყუში?
პასუხი: ასეთი კითხვა ხშირად დასმულა ჩვენთან. ვინაიდან თუთიყუშების 300-ზე მეტი სახეობა არსებობს და თითოეულ მათგანს სიცოცხლის სხვადასხვა ხანგრძლივობა აქვს, ასეთ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუ ავტორი არ დააკონკრეტებს თუთიყუშის სახეობას. გარდა ამისა, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მათ საცხოვრებელ პირობებზე და მოვლაზე.
კითხვა: როგორ გავარჩიო ტალღისებრი თუთიყუშის სქესი?
პასუხი: გთხოვთ გადახვიდეთ მოცემულ ლინკზე http://floranimals.wordpress.com/tutiyushebi/რჩევები-დამწყებთათვის/
კითხვა: როგორ გავარჩიოთ კორელას (ნიმფას) სქესი?
პასუხი: მალე იქნება
კითხვა: როგორ გავარჩიო სხვა თუთიყუშების სქესი?
პასუხი: სხვა სახეობის თუთიყუშების სქესის გარჩევა ხშირად რთული საკითხია, მეცნიერული მეთოდების გამოყენების გარეშე კი – უმეტესად შეუძლებელიც, რადგან თუთიყუშების ბევრ სახეობას არ აქვს აშკარად გამოხატული სქესობრივი დემორფოზი (ვიზუალური განსხვავება სხვადასხვა სქესის ინდივიდებს შორის), რაც მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია. პროფესიონალებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ფრინველებთან, შეუძლიათ ფრინველის სქესის დადგენა, თუმცა ცდომილება დიდია. სქესის დასადგენად ისინი აკვირდებიან თუთიყუშების ზომას, თავის ფორმასა და ქცევას. არსებობს სხვა მეთოდებიც – დნმ-ის ანალიზი და ენდოსკოპიური გამოკვლევა, რომლებიც სქესის დადგენის შესაძლებლობას იძლევიან მინიმალური ცდომილებით.
კითხვა: როგორ გავიგო ტალღისებრი თუთიყუშის მიახლოებითი ასაკი?

კითხვა: როგორ გავიგო კორელას (ნიმფას) მიახლოებითი ასაკი?
პასუხი: მალე იქნება
კითხვა: როგორ გავიგო სხვა თუთიყუშების მიახლოებითი ასაკი?
პასუხი: მალე იქნება
კითხვა: როგორ გადავაჩვიო თუთიყუში კბენას?
პასუხი: იმისათვის, რომ კბენას გადააჩვიოთ, თუთიყუში ჯერ კარგად უნდა გყავდეთ მოთვინიერებული – როგორც მინიმუმ თქვენი აღარ უნდა ეშინოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში წყალში ჩაგეყრებათ ის შრომა, რაც მისი ნდობის მოსაპოვებლად დაგჭირდათ. როცა თუთო უკვე საბოლოოდ მოგეჩვევათ, შეგიძლიათ მიმართოთ “სადამსჯელო ღონისძიებებს”: კბენისას ხმამაღლა “გაკიცხეთ”, შეგიძიათ ნისკარტზე მიარტყათ, მაგრამ ფრთხილად, რომ არ დააზიანოთ და არ შეაშინოთ, ან თუ ხელზე გაზით კბენის დროს გააქანეთ ხელი, ერთი სიტყვით, მოიქეცით ისე, რომ აგრძნობინოთ, თუ ის გიკეთებთ რამე არასასიამოვნოს, თქვენ “მეორე ლოყა კი არ უნდა შეახვედროთ”, არამედ აგრძნობინოთ, რომ ამის გამო დაისჯება მაგრამ ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში თორემ ნდობა თუ დაკარგეთ, მისი აღდგენა რთული იქნება.
პ.ს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ როცა თუთო გკბენთ მთავარია არ აჩვენოთ, რომ გტკივათ, შიშისა და ტკივილისგან არ გაწიოთ ხელი.
კითხვა: შეიძლება თუ არა ბანაობა თუთიყუშებისათვის?
პასუხი: მალე იქნება
კითხვა: რომელი ხილის მიცემა შეიძლება თუთიყუშებისათვის?
პასუხი: ვაშლი, მსხალი, ციტრუსი, ბანანი.. სრული სია განმარტებებითა და რჩევებით იხილეთ განყოფილებაში “კვება” ( http://floranimals.wordpress.com/tutiyushebi/კვება/ )
კითხვა: რომელი ბოსტნეულის მიცემა შეიძლება თუთიყუშებისათვის?
პასუხი: კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, ჭარხალი.. სრული სია განმარტებებითა და რჩევებით იხილეთ განყოფილებაში “კვება” ( http://floranimals.wordpress.com/tutiyushebi/კვება/ )
კითხვა: რომელი ხეების ტოტების მიცემა შეიძლება თუთიყუშებისათვის?
პასუხი: მალე იქნება
კითხვა: როგორ ვასწავლო ლაპარაკი თუთიყუშს?
პასუხი: უპირველეს ყოვლისა უნდა განვსაზღვროთ ტერმინ “ლაპარაკის” მნიშვნელობა მოცემულ შემთხვევაში: თუთიყუშებს მხოლოდ სიტყვების ან ფრაზების იმიტაცია (გამეორება) შეუძლიათ, მაგრამ ეს

სულ კომენტარები: 0 | |