ფოტოალბომები

მთავარი » ფოტოალბომი » ყელსაბმიანი თუთიყუშები » კრამერის ყელსაბმიანი თუთიყუში » სურათი 1

სურათი 1

კრამერის ყელსაბმიანი თუთიყუში

სხეულის სიგრძე 35-დან 42 სანტიმეტრამდეა. ფრთის სიგრძე – 16 სმ. წონა დაახლოებით 120-150 გრამი. შეფერილობა მკვეთრი მწვანე აქვს, თავის უკან კი მოლურჯო. ყელზე მათ შავი “ჰალსტუხი” და ვარდისფერი “ყელსაბამი” აქვთ. ფრთის ბურდღები მოლურჯო ფერის აქვთ. თვალების ირგვლივ მათ ნარინჯისფერი რგოლები აქვთ. ნისკარტი მკვეთრი წითელი, ხოლო ნისკარტის ქვედა ნაწილი შავი აქვთ. მდედრებს ყელსაბამი არ აქვთ.
ბინადრობს ჩინეთის სამხრეთით, ინდოეთშI და აფრიკის აღმოსავლეთით – ჩადის ტბამდე.
სახლობენ ეკლიან ბუჩქნარში. დაფრინავენ სწრაფად და მაღლა. იკვებებიან ხილითა და სხვადასხვა თხილით. ხმა საკმაოდ არასასიამოვნო აქვთ.

როდესაც მამრი ესიყვარულება მდედრს, უშვებს მელოდიურ ხმებს, ამასთანავე ფხანს მდედრს თავს და კოცნის მას ნისკარტში. ბუდეებს იკეთებენ ხის ფუღუროებში. ბუდეში 3-დან 5 კვერცხამდეა. მდედრი კვერცხებს 22-23 დღის განმავლობაში აზის. მამრი კი ამ დროს კვებავს მას. ბარტყები ბუდეს 6 კვირის ასაკში ტოვებენ. მშობლები მაინც არ ტოვებენ ბარტყებს კიდე 2 კვირას. ახალგაზრდები შეფერილობით მდედრს გვანან, მაგრამ მწვანე ფერი უფრო მუქია. ყელსაბამი ახალგაზრდა მამრებს 2 წლის ასაკში უჩნდებათ.
ყელსაბმიანი თუთიყუშები ჰყავთ ზოოკუთხეებსა და სახლებში. ისინი სწრაფად ეჩვევიან “ტყვეობას”, თუმცა ზრდასრული ყელსაბმიანების მოთვინიერება არც თუ იოლია. მათ ზოგჯერ შეუძლიათ რამდენიმე სიტყვის სწავლა.

ჩემი ყელსაბმიანი თუთიყუშის ვიდეო:

ეს სახეობა კიდევ 4 ქვესახეობას მოიცავს:
1. Psittacula krameri borealis — ბინადრობს პაკისტანის აღმოსავლეთით, ინდოეთისა და ნეპალის ჩრდილოეთით.
2. Psittacula krameri krameri — ბინადრობს გვინეაში, სენეგალში და მავრიტანიის სამხრეთით, ასევე სუდანის სამხრეთითაც.
3. Psittacula krameri parvirostris — ბინადრობს ეთიოპიასა და სუდანში, სომალის ჩრდილო-დასავლეთით.
4. Psittacula krameri manillensis — ბინადრობს ინდოეთის სამხრეთით.
1058 0 5.0

2013-12-15 kusa

სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: