თუთიყუშისნაირნი – ფრინველთა რიგი, რომელშიც განსხვავებული კლასიფიკაციის მიხედვით გაერთიანებულია 315-დან 380-მდე ფრინველის (თუთიყუშის) სახეობა თუ ქვესახეობა. სხვადასხვა სახეობის თუთიყუშების წარმომადგენლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ზომებით, ნისკარტის ფორმითა თუ კუდის სიგრძით, შეფერილობითა თუ "ინტელექტით”. მათი ზომები ძირითადად 9,5 სმ-დან 100 სმ-მდე მერყეობს. როდესაც გვესმის თუთიყუში, ალბათ ადამიანთა უმეტესობას შემდეგი ასოციაციები უჩნდება: დიდი ნისკარტი, იმიტაციის (როგორც ხშირად ამბობენ, "ლაპარაკის”) უნარი და ბუმბულის ულამაზესი შეფერილობა. თუთიყუშებს ძალიან ძლიერი ნისკარტი აქვთ. მათი საშუალებით ისინი არა მხოლოდ საკვებს მოიპოვებენ, არამედ გადაადგილდებიან კიდევაც ხეებზე. ჩემი თუთიყუშები: http://www.youtube.com/watch?v=VQUIoVM2FYU
http://www.youtube.com/watch?v=1I5NnZKTGiU
 ფეხები მოკლე და სქელი აქვთ. მათი მეორე და მესამე თითები წინაა მიმართული, პირველი და მეოთხე კი – უკან. თუთიყუშებისათვის დამახასიათებელია გრძელი, წაწვეტებული ფრთები, მათი საშუალებით ისისნი დიდ სისწრაფეს ავითარებენ (თუმცა მცირე დისტანციებზე). რაც შეეხება კუდს, ზოგი სახეობისათვის დამახასიათებელია გრძელი, ზოგისთვის კი პირიქით -მოკლე. ალბათ, იმასაც შეამჩნევდით რომ, თუთიყუშებს საკმაოდ დიდი (თითქოს სხეულთან შედარებით არაპროპორციული) თავიც აქვთ. თავის ტვინი შედარებით დიდი აქვთ, განვითარებული აქვთ კარგი მეხსიერება და სხვადასხვა ხმების იმიტირების უნარი. ენა მოკლე აქვთ, მაგრამ სქელი. თუთიყუშები ძირითადად გავრცელებულები არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში, კერძოდ: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოეთში, დასავლეთ აფრიკაში, ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში. როგორც უკვე აღვნიშნე, სხვადასხვა კლასიფიკაციის მიხედვით თუთიყუშისნაირთა რიგში ითვლიან 315-დან 380-მდე თუთიყუშის სახეობას. რიგი ორ ოჯახად – ნამდვილ თუთიყუშებად და კაკადუებად იყოფა, თუმცა ზოგჯერ მესამე ოჯახსაც გამოყოფენ ახალი ზელანდიის თუთიყუშების სახით.
|