თუთიყუშისნაირნი – ფრინველთა რიგი, რომელშიც განსხვავებული კლასიფიკაციის მიხედვით გაერთიანებულია 315-დან 380-მდე ფრინველის (თუთიყუშის) სახეობა თუ ქვესახეობა.
სხვადასხვა სახეობის თუთიყუშების წარმომადგენლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ზომებით, ნისკარტის ფორმითა თუ კუდის სიგრძით, შეფერილობითა თუ "ინტელექტით”. მათი ზომები ძირითადად 9,5 სმ-დან 100 სმ-მდე მერყეობს.
როდესაც გვესმის თუთიყუში, ალბათ ადამიანთა უმეტესობას შემდეგი ასოციაციები უჩნდება: დიდი ნისკარტი, იმიტაციის (როგორც ხშირად ამბობენ, "ლაპარაკის”) უნარი და ბუმბულის ულამაზესი შეფერილობა.
თუთიყუშებს ძალიან ძლიერი ნისკარტი აქვთ. მათი საშუალებით ისინი არა მხოლოდ საკვებს მოიპოვებენ, არამედ გადაადგილდებიან კიდევაც ხეებზე.
...
კითხვის გაგრძელება »